27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულთა განაჩენი უნდა გამოცხადდეს.
ვიტალი საფაროვის ახლობლები და ოჯახის წევრები სასამართლოზე სიმბოლურად თეთრი ყვავილებით მივიდნენ. მათი თქმით, ეს არის "თეთრი ყვავილები ვიტოსთვის. თეთრი ყვავილები სამართლიანობისთვის".
25 წლის ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისის ცენტრში, დიუმას ქუჩაზე მოკლეს.
ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალი ორ პირს ედება - გიორგი სოხაძეს და ავთანდილ კანდელაკიშვილს. მათ ბრალი ედებათ ვიტალი საფაროვის განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. ეს დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109.2.დ.ე. მუხლით ისჯება და 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.