გიორგი გახარიას პარლამენტში, სავარაუდოდ, 28 ივნისს მოუსმენენ

შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, პარლამენტში, სავარაუდოდ, 28 ივნისს მოუსმენენ.

გიორგი გახარიას მოსმენის სავარაუდო თარიღი 24 ივნისს, ბიუროს სხდომაზე დასახელდა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ის პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით 27 ივნისის წარდგება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში მისვლა თავად ითხოვა. მან საკანონმდებლო ორგანოს ორგანოს წერილით 24 ივნისს მიმართა.