რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებას ითხოვენ

რუსეთის მოქალაქეები ხელს აწერენ პეტიციას საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის. პეტიციის ადრესატია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

„გთხოვთ, დაუშვათ ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის, რამდენადაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ არიან“, - წერია პეტიციაში. -“მიტინგები საქართველოს მოქალაქეთა უფლებაა“.

პეტიციის ავტორების აზრით, ორი ქვეყნის მოქალაქეებს მეგობრული ურთიერთობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეთ და თავად უნდა გადაწყვიტონ რომელ სახელმწიფოში ჩავიდნენ.

პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობა 5 000-ს გადააჭარბა. ეს ციფრი იზრდება.

პეტიციის მისამართი იხილეთ აქ