ანა დოლიძე: სისტემა ირაკლი კობახიძის გადადგომით არ დაინგრევა

სისტემა ირაკლი კობახიძის გადადგომით არ დაინგრევა, სისტემის დანგრევა იქნება გავრილოვის აქ ჩამომყვანის, გიორგი გახარიას გადადგომა, - თქვა უსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

"სასამართლო პროცესებიდან მოვდივარ, სადაც ქარხნული წესით გაასამართლეს ჩვენი, თქვენ, მეგობრები.არავისთვის უკითხავთ, რისთვის იყვნენ გუშინ აქ. არავითარი მტკიცებულებები არ მოუთხოვიათ, 15 წუთში პატიმრობაში გაუშვეს საბჭოთა წარსულის მკვლევარი. ირაკლი ხვადაგიანი. შეიძლება გადადგეს გახარია, კობახიძე, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც უნდა ახსოვდეს, ვინც ამ შენობაში და კანცელარიაში შევა, იტალიის გაერთიანების დროს ჯუზეპე გარიბალდი ხალხს ეკითხებოდა - ვისია ეს ქვეყანა?! ისინი პასუხობდნენ, ეს ქვეყანა ჩვენია. ყოველთვის, როცა ამაში ეჭვი შეეპარება ვინმეს, ჩვენ აქ რუსთაველის გამზირზე მოვალთ და ვეტყვით,რომ ეს ქვეყანა ჩვენია," - განაცხადა ანა დოლიძემ.