ცენზურის დაწესება თუ სიძულვილის ენასთან ბრძოლა?

Your browser doesn’t support HTML5

რადიო თავისუფლების სტუმარია მედიაექსპერტი ნინო დანელია, რომელიც გიორგი გვახარიას გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გველაპარაკება საქართველოს კომუნიკაციების კომისიის სურვილზე დაჩქარდეს სიძულვილის ენის რეგულირებაზე კანონპროექტის განხილვა. ამ ინიციატივით სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენა თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადავა. ნინო დანელიას აზრით, თუკი კომისია მაუწყებლის შინაარსის კონტროლს დაიწყებს, მედიაგარემო საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდება, მით უმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, როცა გამოხატვის შეზღუდვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება თუკი, მაგალითად, სოციალურ ქსელებზეც არ დაწესდა მკაცრი კონტროლი ან, საერთოდ, არ აიკრძალა. ნინო დანელიას აზრით, სიძულვილის ენას სჭირდება თვითრეგულირება და არა სახელმწიფოს ჩარევა და კონტროლი.