უკრაინა გმობს საზღვაო სამართლის მიმართ რუსეთის „სრულ უპატივცემულობას“

ჰააგა, 2019 წლის 4 ივნისი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლანა ზერკალი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში გამოსვლისას

უკრაინამ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა სარჩელით რუსეთის მიერ გაეროს საზღვაო კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით.

კიევის განცხადებით, მოსკოვი არღვევს უკრაინის უფლებებს ყირიმის გარშემო წყლებში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლენა ზერკალმა ჰააგაში დაფუძნებულ მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოს განუცხადა, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია რუსეთის უარს საარბიტრაჟო სასამართლოს იურისდიქციის ცნობაზე.

ზერკალის შეფასებით, რუსეთის ქმედებები შავ ზღვაში, აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში აჩევნებს „სრულ უპატივცემულობას საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიმართ“.

კიევმა რამდენიმე სარჩელი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის მარტში ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარების გამო.

2016 წლის სექტემბერში უკრაინამ რუსეთს უჩივლა საერთაშორისო საარბიტრაჟიო სასამართლოში, რომელმაც წელს 10 ივნისს დაიწყო წინასწარი მოსმენა საჩივართან დაკავშირებით.

რუსეთის წარმომადგენლები მოითხოვენ უკრაინის საჩივრის განხილვაზე უარის თქმას.