ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ირაკლი ჩხეიძემ ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა პირველ მოძრაობაში, ატაცში, 167-კილოგრამიანი შტანგა ასწია, რაც მეორე შედეგი იყო. მეორე მოძრაობაში კი, აკვრაში, 204 კილოგრამით მცირე ოქროს მედალს დაეუფლა და ორჭიდის ჯამში დაგროვებული 371 კილოგრამით ყველა კონკურენტს აჯობა.