პაკისტანელმა კაცმა აივ-ით ინფიცირებული ცოლი მოკლა

პაკისტანის პოლიციის ცნობით, კაცმა მოკლა ცოლი, რომელიც იმუნოდეფიციტური ვირუსით, აივ-ით იყო ინფიცირებული. ინციდენტი მოხდა სამხრეთ პაკისტანის არეალში, სადაც თითქმის 700 ადამიანი, უმეტესობა ბავშვები, შიდსით გამოწვევი ვირუსით არის ინფიცირებული.

ხელისუფლების თანახმად, 29 მაისს 32 წლის ცოლი მოკლა კაცმა სოფელ სიკარპურში, ქალაქ ლარკანას მახლობლად, სიდნჰის პროვინციაში. რეგიონის მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა ვირუსის გავრცელებას.

ცნობით, აივ-ის გავრცელება დაიწყო სოფელ რატო დეროში, სადაც ადგილობრივმა ექიმმა მუზაფარ ღანღარომ, რომელსაც იმუნო დეფიციტური სინდრომი სჭირდა, აპრილში თავისი პაციენტები დააინფიცირა. ღანღარო მაისი თვეში დააპატიმრეს მას მერე, რაც ასეულობით ადამიანს აღმოაჩნდა იმუნოდეფიციტური ვირუსი. პოლიცია იძიებს, იყო თუ არა ექიმის ქმედება წინასწარ განზრახული.

ოფიციალური პირების თანახმად, მოკლული ქალი ოთხი შვილის დედაა, რომელიც აღმოჩნდა აივ-ით ინფიცირებული და ქმარმა მას ღალატში დასდო ბრალი. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააპატიმრეს. ექსპერტების გაფრთხილებით, ინფექციის სიხშირე პაკისტანში გამოწვეულია სამედიცინო აღჭურვილობის სტერილურობის და სამედიცინო მომსახურების დაბალი დონით. აივ-ით ინფიცირებულთა რიცხვი პაკისტანში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.