ფოტორეპორტაჟი: ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია
ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის მერიამ დაიწყო ინფრასტრუქტურის მთლიანად შეცვლა.
გეგმის მიხედვით, გამზირის რეაბილიტაცია სრულად ექვს თვეში უნდა დასრულდეს.
ამ ეტაპზე დაკეტილია მონაკვეთი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან არაყიშვილის ქუჩის ასახვევამდე.
ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აბაშიძის ქუჩა, მრგვალ ბაღთან.
ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა ავტოტრანსპორტის მიმოსვლის დროებითი სქემა, რომელიც თბილისის მერიის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
მირცხულავას ქუჩიდან არაყიშვილის ასახვევამდე ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.
მოძრაობა გადატვირთულია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზეც.
გადატვირთული მოძრაობის გამო გადასასვლელებზე ქვეითთა მოძრაობას პატრული არეგულირებს.
მელიქიშვილის გამზირზე ავტობუსის გაჩერებასთან მოსახლეობა ტრანსპორტს ელოდება, აქ მოძრაობა გახსნილია.