უეფა-ს ევროპა ლიგის გამარჯვებული ჩელსი გახდა

ბაქოში გამართულ, უეფა-ს ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში ჩელსიმ ანგარიშით 4-1 დაამარცხა არსენალი და გამარჯვებული გახდა.

უეფას გადაწყვეტილებას ინგლისის ამ ორ კლუბს შორის მატჩის ადგილად ბაქო აერჩია კამათი მოჰყვა. მატჩი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" იუწყება, რომ მატჩის დაწყებისას სტადიონზე ბევრი ცარიელი ადგილი იყო. როგორც იუწყებიან, 70,000-მდე ადგილიან სტადიონზე მხოლოდ 6000-მდე ბილეთი იყო გაყიდული კლუბების მიერ. დისტანციის სიდიდის და სასტუმროს ფასების გამო ბევრმა გულშემატკივარმა ვერ შეძლო ბაქოში ჩასვლა.

არსენალს დააკლდა მისი ვარსკვლავი წევრი, ჰენრიხ მხითარიანი, რომელმაც გადაწყვიტა არ ჩასულიყო ბაქოში, აზერბაიჯანსა და მის მშობლიურ სომხეთს შორის მიმდინარე უთანხმოების, კონფლიქტების და დაძაბულობის გამო.