ყოფილი მთავარი პროკურორის ბრალდების საქმის განხილვა მის გარეშე განახლდა

ოთარ ფარცხალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმის განხილვა. დღევანდელ სხდომას ფარცხალაძე არ ესწრება. მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოთარ ფარცხალაძე სასამართლოში სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გამოცხადდა.

ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალად ედება ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემა. მათ შორის კონფლიქტი 2017 წლის მაისში მოხდა თბილისში, ღამის კლუბ „ელ ცენტროში.“

ოთარ ფარცხალაძესთან ერთად ბრალდებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი.

ფარცხალაძე დაესწრო სასამართლოს წინა სხდომას, რომელიც 23 მაისს გაიმართა. რაც შეეხება თორდიას, ის საქართველოში არ იმყოფება.