ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა. კომპანიამ განცხადება ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ჭიათურაში მაღაროელები მე-11 დღეა შიმშილობენ. ისინი ხელფასების 20%-იან ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა 26 მაისს უშედეგოდ დასრულდა.