თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ამწეკალათიანი ავტომობილი მაღაზიის ვიტრინას შეეჯახა.
როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაშავებულია სამი ადამიანი.
შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს