ნინო ლომჯარია: „დაპირისპირების ძალიან მაღალი რისკი არსებობს“

„დაპირისპირების ძალიან მაღალი რისკი არსებობს“, - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და პოლიტიკურ პარტიებს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს:

„მესმის, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მობილიზაციას უწევს თავის მხარდამჭერებს არჩევნების დღეს და მინდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდო, გამოიჩინონ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს თავიდან იქნას არიდებული დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება. ეს იქნება ყველა მათგანის პასუხისმგებლობა".

სახალხო დამცველის თქმით, მას კომუნიკაცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა საქმეზე, რომელიც კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს, დროული რეაგირება იქნება.