ევროკავშირი რუმინეთს აფრთხილებს კანონის უზენაესობის დასუსტების შედეგებზე

ევროკავშირის კომისია რუმინეთს აფრთხილებს, რომ მის წინააღმდეგ კანონიერ ზომებს გაატარებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ შეწყვეტს სასამართლოთა დამოუკიდებლობის დასუსტებას და კორუფციასთან ბრძოლის შენელებას.

კომისია, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს, რამდენჯერმე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მმართველი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრების მიერ გატარებული ზომები - მათ შორის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის შემცირება, რაც კორუფციის შესახებ რამდენიმე მიმდინარე საქმის შეწყვეტას გამოიწვევს - ასუსტებს კორუფციასთან ბრძოლას და კანონის უზენაესობას.

როგორც კომისიის პრესმდივანმა, მარგარიტის შინასმა 13 მაისს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, კომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა რუმინეთის მთავრობას 10 მაისს გაუგზავნა გაფრთხილების შემცველი წერილი.