მიხეილ სააკაშვილი: მე ვარ შვილმკვდარი მამა

მიხეილ სააკაშვილი

„მე მყავს ორი შვილი და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს შვილის სიყვარული. მაგრამ ჩემი შვილები არიან ასევე ქუთაისი პარლამენტი, რომელიც მოკლეს და გაანადგურეს; ჩემი შვილი იყო ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც ამ ოროსანმა და ავადმყოფმა გაანადგურა ძალიან შეგნებულად და გააბანძა იდეა; ჩემი შვილი იყო ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გაანადგურეს; ჩემი შვილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურეს; ჩემი შვილი იყო საქართველოს სამხედრო წარმოება, რომელიც მომიკლეს.

მე ვარ ნამდვილად შვილმკვდარი მამა. შეიძლება ზოგიერთი გააჩერო, მაგრამ როგორც მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს , ნამდვილად მეც არ გამაჩერებენ და ნამდვილად ბოლომდე ვიძიებ შურს ჩემი შვილის მკვლელებზე“.