უხვმა ნალექმა და სეტყვამ ზარალი მიაყენა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს. ქვემო ბოდბესა და ხირსაშინათესები გაანადგურა. სეტყვა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, რომელიც დაზარალებული მოსახლეობის ნათქვამს ეყრდნობა, სტიქიამ მოსავლის 90 პროცენტი გაანადგურა. ცნობით,ზარალის დათვლა გრძელდება.