"2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 26 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია”, - აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს თანახმად,
ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა და ევროპის მიმართულებით. ქართული ღვინის ექსპორტის სტრატეგიულ ბაზრებზე პროცენტული ზრდის მიუხედავად, რაოდენობრივად ყველაზე მეტი ღვინო, 16 850 331 ბოთლი, რუსეთში გადის.
- აშშ - 108% (219713 ბოთლი),
- ჩინეთი - 22% (2192025)
- და პოლონეთი - 16% (1173850).
- ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში:
- ისრაელი - 102% (106572),
- ბელარუსი - 88% (604076),
- საფრანგეთი - 81% (43938),
- მონღოლეთი - 72% (106452),
- კანადა - 70% (66960),
- ჰოლანდია - 37% (40930),
- ესტონეთი - 15% (214502),
- ლიეტუვა - 4% (179370),
- რუსეთი - 4% (16850331) და სხვა.
წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 179-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 67%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 74%). მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 140 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 68% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 382 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 31%).