ფოტორეპორტაჟი: თამარაშვილის ქუჩა კლდის ჩამოშლის შემდეგ
მოძრაობა აღდგენილია, თუმცა გზის ნაწილი კვლავ გადაკეტილია.
გზის ნაწილი შემოსაზღვრულია დამცავი ზოლით. მუშებს გააქვთ კლდის ნაშალი მასალა.
ქვები გააქვთ სატვირთო მანქანებით და ექსკავატორის დახმარებით.
დილით თამარაშვილის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო.
პერიმეტრი ისევ შემოსაზღვრულია საპატრულო ლენტით.