ყაზახეთში ათობით დემონსტრანტი დააკავეს

2019 წლის 1 მაისი, დემონსტრანტის დაკავება ალმა-ატაში

ყაზახეთში დააკავეს ათობით დემონსტრანტი აქციებზე, რომლებიც გაიმართა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნითა და საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოიტისაკენ მოწოდებით.

ქვეყანაში 9 ივნისს უნდა გაიმართოს ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ, რაც მარტში გადადგა ნურსულთან ნაზარბაევი - ავტოკრატი მმართველი, რომელიც ათწლეულები იდგა ხელისუფლების სათავეში.

ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმა-ატაში დემონსტრანტები ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და დაიწყეს მსვლელობა შეძახილებით „სირცვხილი“, „ბოიკოტი“, „გამოფხიზლდით, ყაზახებო“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“. დაკავებულია ათობით ადამიანი.

აქციები გაიმართა რამდენიმე სხვა ქალაქშიც. დემონსტრანტების დაკავების შესახებ ასევე იუწყებიან ყარაგანდიდან და დედაქალაქ ნურ-სალთანიდან.