თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დაისეტყვა

უხვმა ნალექმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი - კურდღელაური, შალაური, ვარდისუბანი და კისისხევი დააზარალა.

ადგილობრივების თქმით, სეტყვა დაახლოებით 15-20 წუთს გაგრძელდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ვენახები და ხეხილის ბაღები. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის ზარალი მიადგა სოფლებს.

სეტყვას თან ერთვოდა ძლიერი წვიმა. დაიტბორა თელავის ქუჩების ნაწილიც. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია.