თურქმენეთის პრეზიდენტმა თავის ცხენს უმღერა

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა თავის ცხენს, როვაჩს უმღერა. ქვეყნის თავკაცმა სიმღერა შეასრულა შვილიშვილთან ერთად. სიმღერაში, რომლის ავტორი თურქმენეთის პრეზიდენტის შვილიშვილია, გვხვდება ასეთი სიტყვები: „შენ ჩვენთვის მოგაქვს წარმატებები, შენ ჩვენი აღმაფრენის საწინდარი ხარ, როვაჩ! სად ამოცანა დაისმის, იქვეა გამოსავალი, როვაჩ!“

ბერდიმუხამედოვმა თავისი გამოსვლა დაამთხვია თურქმენული ბედაურის ეროვნულ დღესასწაულს.

სიმღერა „როვაჩზე“ პირველი არაა თურქმენეთის პრეზიდენტის რეპერტუარში. შარშან ბერდიმუხამედოვმა, შვილიშვილთან ერთად შესრულა რეპი სპორტის სარგებლიანობის შესახებ. მის რეპერტუარშია ასევე სიმღერა 8 მარტზე. გარდა ამისა, ბერდიმუხამედოვი თურქმენ სამართალდამცავებს ასწავლის დანის მართებულად სროლას, ხოლო მთავრობის წევრებთან თავის იწონებს ძალოსნის უნარჩვევებით.