ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია.
19 მაისის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს იყრის 16 კანდიდატი. 13 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური ორგანიზაციების და 3 საინიციატივო ჯგუფების მიერ.
ზუგდიდის მერობის კანდიდატებს შორის 4 ქალია. გაერთიანებული ოპოზიციიდან „ძალა ერთობაშია“ სანდრა რულოვსი, "ქრისტიან-კონსერვატორებიდან" ნანი ხუციძე, მოძრაობიდან „თავისუფალი საქართველოსთვის" ლიკა ბუკია და "თავისუფალი საქართველოდან" სოფიო კანდელაკი.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატია გიორგი შენგელია, "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზის" კანდიდატი პაატა პირტახია, "ახალი ქრისტიან-დემოკრატებიდან" დათა გაბეჩავა, "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან" მალხაზ ლეჟავა, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან" გოგიტა ბიგვავა, "საქართველოს პარტიოტთა ალიანსიდან" შავლეგ თოდუა. მერობის კანდიდატად ალექსი ნონიაძე დაარეგისტრირა პარტიამ "ახალი პლატფორმა" და მამუკა გერმანიშვილი მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის."
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს შემადგენლობაში მყოფმა „ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ“ კანდიდატი დამოუკიდებლად წარადგინა. ამ პარტიის სახელით კენჭს გიორგი ჩიაშვილი იყრის.
საინიციატოვო ჯგუფების კანდიდატები არიან თენგიზ ჯგუშია, დომენტი სიჭინავა და დავით თორდია.
ზუგდიდის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა "ქართული ოცნებიდან" 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ. 2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ის ბრალდებას უარყოფს.