ამერიკელი კონგრესმენების შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთან
Your browser doesn’t support HTML5
16 აპრილს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაცია საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურ სპექტრს შეხვდა. 16 აპრილს გამართული შეხვედრის მონაწილეების თქმით, მსჯელობა შეეხებოდა საქართველოში არსებული გამოწვევების შეფასებასა და არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შესაძლებლობებს. საქართველოს სტუმრობს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის ორპარტიული დელეგაცია, კომისიის თავმჯდომარის, დემოკრატი სენატორის დევიდ პრაისის ხელმძღვანელობით. სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაშია ასევე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ვერნ ბიუქენანი.