პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ გოგი წულაია წარადგინა ზესტაფონში მერობის კანდიდატად

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ გოგი წულაია წარადგინა ზესტაფონში მერობის კანდიდატად. კანდიდატი ზესტაფონელ ამომრჩევლებს 15 აპრილს შეხვდა.

მისი თქმით, პრობლემები ყველა ქალაქში იდენტურია, თუმცა „ზესტაფონს ემატება ფეროს ქარხანა, ჰაერი იწამლება, ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევები სხვა ქალაქებთან შედარებით, მაღალია“.

გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ფეროს ქარხნის შემოსავლის გარკვეული ნაწილი, ზესტაფონის განვითარებას უნდა ხმარდებოდეს, და ის მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტისკენ არ უნდა იყოს მიმართული.

შუალედური არჩევნები საქართველოში 19 მაისს გაიმართება.