აშშ-ში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის სამხრეთში სულ მცირე 8 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა ქარიშხლის და წყალმოვარდნების შედეგად.

სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ტეხასის და ლუიზიანის შტატები.

ტეხასს თავს დაატყდა ტორნადოც, რომელმაც თითქმის მთლიანად დაანგრია პატარა ქალაქი ფრანკლინი.

სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა ალაბამის და მისისიპის შტატებშიც, სადაც წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი.