პაკისტანში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, ყუეტაში 12 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად.

როგორც პოლიციის უფროსმა, აბდურ რაზაყ ჩეემამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო ხალხმრავალ ბაზარში პარკირებულ ვტომანქანაში.

დაღუპულთა შორისაა ორი ბავშვი. შვიდი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს.

ჩეემას თქმით, როგორც ჩანს, თავდასხმის სამიზნე იყო შიიტი ეთნიკური ჰაზარების თემი.

თავდასხმისთვის არავის აუღია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, მაგრამ მსგავსი თავდასხმებისთვის ეს ადრე სუნიტ ექსტრემისტებს გაუკეთებიათ.