ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე ხანძრის ადგილას მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, სადაც ცეცხლი გაუჩნდა საწვავის გადამზიდ, მისაბმელიან სატვირთო ავტომანქანას.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი ავტომანქანის მძღოლია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციელები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.​