რატომ აიკრძალა პოლიეთილენის პარკები?

Your browser doesn’t support HTML5

გადაცემაში „საუბრები თავისუფლებაზე“ ვუბრუნდებით პოლიეთილენის პარკების აკრძალვის თემას საქართველოში. ქრისტინე ვარდანაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, გვიხსნის რატომაა მავნებელი  პოლიეთილენის პარკები - ესთეტიკურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ, ცელოფანის პარკები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას - ნაგავსაყრელებზე  დაგროვილ პარკებში იწყება თვითაალებამ რომლის დროსაც მიმდინარეობს მხრჩოლავი წვა. ამ დროს ატმოსფეროში საშიში ნივთიერება გამოიყოფა. ქრისტინე ვარდანაშვილი ამბობს, რომ ობიექტებს პოლიეთილენის პარკების ამოყიდვისთვის ვადა არ მიეცემათ. რეგულაციების წესის დარღვევა მეწარმე სუბიექტის 500 ლარით, განმეორებითი ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის  1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.