ჭიაბერაშვილი: ივანიშვილის წერილი საარჩევნო პერიოდზე გათვლილი ფარისევლობაა

ზურაბ ჭიაბერაშვილი

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი წინასაარჩევნო ფარისევლობაა.

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდმა დაანახა ყველას, რომ ამ ადამიანს არანაირი განცდა და მგრძნობელობა იმისა, თუ ან რაში ცხოვრობდა ქართველო ხალხი, ან როგორ ცხოვრობს დღეს, არა აქვს და ყველა მისი სენტიმენტი გამოწვეულია ძალიან მკაცრი საარჩევნო კალკულაციით, რომ ეხლა სჭირდება ვიღაცის გულის მოგება“ - უთხრა ჟურნალისტებს ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილი 9 აპრილის „გმირებს,“ გენერალ ლებედს თვითონ ეხმარებოდა რუსეთში საარჩევნო კამპანიის დროს.

„ამიტომ, ეს ფარისევლობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს მუდმივად და ამ შემთხვევაში, ცხრა აპრილთან დაკავშირებით, უკვე ნათელია ჩვენი საზოგადოებისთვის და იმედი მაქვს, რომ სარჩევნო პერიოდებზე გამიზნული ფარისევლობა არ იქნება მიღებული ქართული საზოგადოების მიერ და არჩევნებზე მას სათანადო პასუხი გაეცემა“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.