გოცირიძე: ივანიშვილის წერილის შინაარსია ის, რომ საქართველო კიდევ უნდა დაელოდოს

რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის მთავარი შინაარსი ის არის, რომ საქართველო უნდა დაელოდოს „მის მიერ რაღაც განსახორციელებელ საქმეებს.“

„შვიდი წელი ხომ გველოდეთ ამ სიღატაკეში და უსამართლობაში, კიდევ 2030-მდე დაგველოდეთ, ვინაიდან თურმე, წინააღმდეგობა და ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენცია იწვევს უბედურებას, ქაოსს“ - უთხრა ჟურნალისტებს გოცირიძემ.

მისივე თქმით, თურმე, ყველა ადამიანს, მათ შორის მასაც, ვინც 9 აპრილს იდგა სამშობლოს და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, წინა პლანზე წამოწეული ჰქონდა ეგოიზმი და ამპარტავნობა და არა სამშობლოს სიყვარული.

„აი, ეს არის მთავარი შეფასება 9 აპრილისა მის მიერ“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.