მარტვილის მამათა მონასტერის კელიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრველებს. ცეცხლი მონასტრის კელიაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 200 კვ.მ ფართობზე გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.