სერბიაში კვლავ გაიმართა ანტისამთავრობო დემონსტრაცია

30 მარტს სერბიაში კვლავ გაიმართა მრავალათასიანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომელიც მანამდე ბელგრადში 16-ჯერ ჩატარდა, ყოველთვის კვირის ბოლოს.

საპროტესტო აქციებს სათავე დაუდო სერბი მემარცხენე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორკო სტეფანოვიჩის სასტიკად ცემის ფაქტმა, 2018 წლის ნოემბერში.

თუ თავდაპირველად დემონსტრანტები თავდამსხმელების მოძებნას და დასჯას ითხოვდნენ, შემდეგ მათი მოთხოვნებს დაემატა პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომაც.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ადანაშაულებენ საზოგადოებრივ ტელე-რადიო კომპანიას (RTS) მთავრობის სასარგებლო მუშაობაში. ორი კვირის წინ დემონსტრანტები მის შტაბ-ბინაში შეიჭრნენ.