საქართველოს პარლამენტის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის ორ თანამშრომელს შეუფარდა პატიმრობა - მათგან ზურაბ რუსიშვილს 1,6 წლით, ხოლო გია სადაღაშვილს-2,6 წლით.
სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო საპატრულო პოლიციის ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი.
ბრალდების მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილი 21 წლის ბექა ხახუბია გორის ავტოავარიაში 2017 წლის 17 მაისს დაიღუპა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გადაუკეტეს გზა.
მომხდარის გამო იმავე წლის 24 მაისს თანამდებობიდან გათავისუფლდა 2 პოლიციელი, საქმეზე ბრალი კი მოგვიანებით 3 პოლიციელს წარუდგინეს. ისინი წინასწარი პატიმრობიდან 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულები.