ახალგაზრდები სუფთა ჰაერისთვის
Your browser doesn’t support HTML5
“ვინ’მე” - ასე ჰქვია აქტივისტების ახალ გაერთიანებას, რომელიც კლიმატური
ცვლილებების შესაჩერებლად წამოწყებულ მსოფლიო გაფიცვას შეუერთდა.
15 მარტს სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, პირბადეებით, რუსთაველის
გამზირზე ჰაერის დაბინძურების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
ამგვარად, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ახალგაზრდების მსოფლიო მოძრაობას,
რომელიც 16 წლის შვედმა, გრეტა ტუნბერგმა, შარშან წამოიწყო. გრეტა ამ
მოძრაობისთვის ბიძგის მიცემის გამო ნობელის პრემიაზეა წარდგენილი.