ევროპარლამენტი მოითხოვს რუსეთის დეზინფორმაციასთან ბრძოლის უკეთ დაფინანსებას

ევროპარლამენტი რუსეთს მიიჩნევს ევროპაში „დეზინფორმაციის მთავარ წყაროდ“ და მოითხოვს ევროკავშირის ანტიპროპაგანდისტული უწყების, „აღმოსავლეთის სტრატეგიულ კომუნიკაციათა ოპერატიული მუშა ჯგუფის“ (East StratCom Task Force) დაფინანსების გაზრდას.

ევროპარლამენტარებმა გასული წლის ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან წლიურად 1,1 მილიონი ევრო გამოიყოს აღმოსავლეთის ანტიპროპაგანდისტული მიმართულების დასაფინანსებლად. ვარაუდობენ, რომ წელს დაფინანსება მცირედ გაიზრდება.

ევროკავშირის საბჭოს მიმართ ევროპარლამენტის რეკომენდაციას, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლის უკეთ დაფინანსებას ეხება, მხარის დაუჭირა პარლამენტის წევრთა დიდმა უმრავლესობამ.