ირაკლი კვარაცხელიამ თავი საკუთარი მაისურით ჩამოიხრჩო - აფხაზური მხარის ვერსია

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზა“ დაუკავშირდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისსასაზღვრო სამმართველოს.

უწყების ცნობით ირაკლი კვარაცხელია საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს. დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მშვიდად და ადეკვატურად იქცეოდა. „მოთხოვნისას წარმოადგინა დოკუმენტები. არც მისი და არც მესაზღვრეების მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. მისთვის ხელბორკილებიც კი არ დაუდიათ. მიიყვანეს საგუშაგოზე და მოათავსეს დაკავების ოთახში, რომელსაც გისოსებიც კი არ ჰქონდა“,- აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოში.

სასაზღავრო სამმართველოს ინფორმაციით, გარკვეული დროს შემდეგ ოთახში შესულ მესაზღვრეებს ირაკლი კვარაცხელია უსიცოცხლო მდგომარეობაში დახვდათ, მან თავი საკუთარი მაისურით ჩამოიხრჩო.

„გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც სოფელ ნაბაკევში მორიგეობს, ამიტომაც ბრიგადა ძალიან ოპერატიულად გამოცხადაა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე, საგუშაგოს თანამშრომლები კვარაცხელიასთვის დახმარების აღმოჩენას და მის რეანიმირებას ცდილობდნენ. მათ მალე ექიმებმაც მიუსწრეს, თუმცა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა“.

უწყების ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმებდა მისი გარდაცვალება დაადგინეს. მათ დაათვალიერეს გარდაცვლილის სხეული დაგარდაცვალების მიზეზად გაგუდვა დაასახელეს. მათივე ცნობით გვამს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

აფხაზური მხარის ცნობით, თბილისის დროით 18:30 წუთზე ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაეცა საქართველოშიევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს. ირაკლი კვარაცხელიას ყოფილმა მეუღლემ ცხედარი ამოიცნო. ქართულ მხარეს ასევე გადაეცა დიკუმენტაცია და სამედიცინო დასკვნა.