საერთაშორისო შუამავლები, რომლებიც ესწრაფვიან აზერბაიჯანის ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორისო კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მოუწოდებენ აზერბაიჯანის და სომხეთის ხელმძღვანელ პირებს, მათი სამიტის წინ თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებიც ტერიტორიაზე ვითარების არსებით ცვლილების შეთავაზებას წარმოადგენს.
9 მარტის განცხადებაში ეუთო წერს, რომ მინსკის ჯგუფად წოდებული გაერთიანების თანათავმჯდომარეები ხაზს უსვამენ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ახლა „იმ გარემოს შენარჩუნება, რომელიც ხელს უწყობს პროდუქტიულ მოლაპარაკებას და ასევე ფაქტის დადებითად შეფასების გაგრძელებას, რომ ფრონტის ხაზზე მსხვერპლი არ არის“.
სომხეთის პრეზიდენტმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გამოხატეს ბრალდებები საჯარო გამოსვლებში ამ თვის დასაწყისში, მალევე მას მერე, რაც ამერიკელმა, რუსმა და ფრანგმა შუამავლებმა გამოაცხადეს ორი ლიდერის სულ მალე შეხვედრის თაობაზე.
აზერბაიჯანს და სომხეთს წლების განმავლობაში აქვთ სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის გამო, რომელიც სომხურმა ძალებმა დაიკავეს ომის შედეგად. დაპირისპირებას 30 ათასი ადამიანი ემსხვერპლა 1994 წელს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტამდე. ხანგამოშვებით ხდება სროლა, და 30-წლიან დიპლომატიურ მცდელობებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, წინსვლა არ მოუპოვებია. სეპარატისტულ რეგიონის დამოუკიდებლობა არავის უღიარებია.
ეუთო იტყობინება, რომ თანათავმჯდომარეებმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად იმუშავეს ორი ლიდერების მნიშნელოვანი შეხვედრის წინ. ეს იქნება ფაშინიანის და ალიევის პირველი პირდაპირი კონტაქტი თანათავმჯდომარეების თანდასწრებით.
ეუთოს განცხადებაში ლაპარაკია „ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და დევნილის უფლებაზე საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შესახებ, ასევე უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიის შესახებ, მშვიდობის ხელშეწყობის ოპერაციის ჩათვლით“. ეუთო დასძენს, რომ „პირდაპირი და მუდმივი დიალოგი ბაქოსა და ერევანს შორის, რომელიც იმართება მინსკის ჯგუფის მიერ, რჩება სამშვიდობო პროცესის არსებით ელემენტად".