ვილნიუსში გაიმართა საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტების შეხვედრა.
სალომე ზურაბიშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს ქართველი ხალხის სახელით გადაუხადა მადლობა უდიდესი პირადი წვლილისათვის, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო არენაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერის საკითხებში.
პრეზიდენტების პირისპირ საუბარი გაგრძელდა გაფართოებული შეხვედრით, რომელშიც ორი ქვეყნის სახელმწიფო დელეგაციები მონაწილეობდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ და ყურადღება გაამახვილეს ისაუბრეს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ითქვა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ნატოს გადაწყვეტილება აზოვის ზღვაში რუსეთის უკანონო ქმედებების გათვალისწინებით შავ ზღვაში გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა.
დალია გრიბაუსკაიტესთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებმა ფორმალური და ტექნიკური ხასიათი მიიღო და საჭიროა, საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერით აღნიშნული ფორმატის პოლიტიკური დონის ამაღლება.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
Your browser doesn’t support HTML5