მამუკა ხაზარაძის მიმართ მუქარის წერილი - ტრანსკრიპტი

მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი მუქარის წერილის ასლი. მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ეს სწორედ იმ წერილის ასლია, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, შს მინისტრისგან მიიღო.

წაიკითხეთ რა წერია მასში:

  • "დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს.
  • ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

  1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)
  2. მ.ხ-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს მათ .. ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ. (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი)
  3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიქტურობის მაღალი ხარისხი

  • ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე.
  • წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის"