17 ადამიანი დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად აღმოსავლეთ ავღანეთში

ჯალალაბადში მომხდარი ერთ-ერთი თავდასხმა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნანგარჰარის პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლის ატაულაჰ ხოგუანის ცნობით, 17 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა, სამი თვითმკვლელი მოიერიშის მიერ ქალაქ ჯალალაბადის აეროპორტის მახლობლად ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაზე განხორციელებული იერიშის დროს.

თავდასხმა მოხდა 6 მარტს. ყველა მოიერიშე განადგურებულია, ვითარებას ავღანეთის უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ.

იერიშზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ ავღანეთის ამ არეალში თავდასხმებს ხშირად ახორციელებენ თალიბანი და ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“.