სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან ხმაურის ფონზე დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას რომში ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგენი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ქართველი ემიგრანტების ერთმა ჯგუფმა ეს შეხვედრა "არა ძალადობას" - ამ შინაარსის პლაკატებით გააპროტესტა.

ემიგრანტების განცხადებით, ისინი ამ შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდნენ, თუმცა ისინი სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს.