ჟურნალისტურმა გამოძიებამ ტიმოშენკოს საპრეზიდენტო კამპანიაში საეჭვო შემომწირველები აღმოაჩინა

for schemes

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს საპრეზიდენტო კამპანიაში დარეგისტრირდა რამდენიმე საეჭვო შემომწირველი, ანალოგიური სურათი აჩვენა 2016 წელს ჟურნალისტების მიერ პარტია „ბატკივშჩინის“ ანგარიშების შესწავლამ.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისა და უკრაინის ტელეარხ „პერშის“ (პირველი) ერთობლივ საგამოძიებო პროექტ „სქემების“ მიერ ჩატარებული გამოძიებით, ტიმოშენკოს ფინანსურ დეკლარაციაში გამოვლინდა საეჭვო შემოწირულობის რამდენიმე მოდელი, რომლებიც შეიძლება ასოცირდებოდეს ყალთაბანდურ მანიპულაციასთან.

ჟურნალისტური გამოძიების შედეგების თაობაზე დასმული შეკითხვის პასუხად იულია ტიმოშენკომ უარყო, რაიმე უკანონობა და განაცხადა, რომ კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია შეისწავლოს ეს საქმეები.„ჩვენ გამჭვირვალე ვართ. ყველაფერი აბსოლუტურად საჯაროდ მოხდა. ჩვენი ყველა შემოსავალი და ხარჯი აბსოლუტურად საჯაროა“, - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

ტიმოშენკოს დეკლარაციის თანახმად, მის კამპანიას არავითარი შემოწირულობა არ მიუღია 2018 წლის იანვრიდან-მაისის პერიოდში. შემდეგ კი, მან მოიზიდა 160 მილიონი უკრაინული ჰრივნა (6 მლნ. $), აქედან 145 მილიონი ჰრივნა (5,4 მლნ$)კერძო პირებისგან არის მიღებული.