გაეროს კომისიამ ისრაელს ბრალად დასდო პალესტინელი დემონსტრანტების დახოცვა

გაეროს კომისიამ, რომელმაც შეისწავლა ისრაელის და ღაზის სექტორის საზღვარზე შარშან ისრაელის სამხედროების და პალესტინელების შეტაკების ვითარება, მკაცრად გააკრიტიკა ისრაელი და ბრალად დასდო მას საპროტესტო აქციის დახოცვაში.

კომისიის დასკვნაში, რომელიც წარედგინა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს, წაიკითხავთ, რომ შესაძლებელია ისრაელის უშიშროების ძალებმა ჩაიდინა საომარი დანაშაული, როცა დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღი გამოიყენა.

კომისიის დასკვნით, 189 მოკლულ პალესტინელს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც არ წარმოადგენდნენ უშუალო საფრთხეს ისრაელის სამხედროებისთვის, და ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ მონაწილეობდა აქციაში.

კომისიის დასკვნა გადაეცემა ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ისრაელი კატეგორიულად უარყოფს მკვლევრების დასკვნას და მას „აბსურდის თეატრი“ უწოდა.

შარშან, ყოველ პარასკევს, რამდენიმე კვირის განმავლობაში ათასობით პალესტინელი იკრიბებოდა ისრაელის საზღვრთან და მისი მიმართულებით მოძრაობდნენ ზოგიერთ მათგანს ისრაელის მესაზღვრეებთან შეტაკება ჰქონდათ. მესაზღვრეები იყენებდნენ ცრემლმდენ გაზს და ტყვიას უშენდნენ დემონსტრანტებს.