ელიზაბეთ რუდი: თვალს ვადევნებთ „თიბისი ბანკის“ ამბავს

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, საელჩო დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.

ელჩის მოადგილე გამოეხმაურა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხსაც და თქვა, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი ეკონომიკური განვითარებისთვის:

„ასევე, ეს პროექტი მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, რადგან მასში ჩართულია ბევრი ამერიკული კომპანია. მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი მაქვს, გაგრძელდება“, - განუცხადა ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს.

"იმას, თუ როგორ გადაწყდება აღნიშნული საკითხი, შეიძლება ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა და ფართო გავლენა ზოგადად, საინვესტიციო და ბიზნესკლიმატზე საქართველოში“, - განაცხადა ელჩის მოადგილემ.