მოსამართლემ მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა

მირზა სუბელიანი

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სხდომა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე გაიმართა.

პროკურატურა მირზა სუბელიანის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის წინააღმდეგი იყო, .დაცვის მხარემ კი სასამართლოს 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დაკავებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება შესთავაზა.

მირზა სუბელიანის სასამართლო პროცესი 4 მარტს, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.