მოლდავეთის "დემოკრატები" მანდატების უმეტესობას იგებენ, მაგრამ არ ექნებათ აშკარა უმრავლესობა

წინასწარი შედეგებით, მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთმა პარტიამ მოიგო მანდატების უმრავლესობა. პოლიტიკური ძალები ერთმანეთს უპირისპირდებიან ევროკავშირში ინტეგრაციისა და მოსკოვთან უფრო მეტად დაახლოების საკითხებში.

მართველმა „დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც დასავლეთთან მეტად დაახლეობისკენ მოწოდებით გამოდის, პარლამენტში ყველაზე მეტ მანდატს დაეპატრონება. მას მოსდევენ პრორუსული სოციალისტური პარტია და ევროკავშირის მომხრე კოალიცია, რომელიც ანტიკორუფციული პლატფორმით გამოდის.

მოლდავეთში არჩევნები პირველად გაიმართა შერეული სისტემით, დეპუტატების ნახევარ პარტიული სიებით ირჩევენ, ნახევარს - ერთ კანდიდატიანი ოლქების მიხედვით.

პარტიული სიებით ლიდერობს სოციალისტური პარტია, რომელიც პრორუსულ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მანდატების 98 პროცენტის დათვლის შედეგად, იგორ დოდონის პარტიას 31 პროცენტი მიემხრო. მეორე ადგილზეა ოპოზიციური, პროევროპული ბლოკი, 26 პროცენტზე ოდნავ მეტით. მმართველ, "დემოკრატიულ პარტიას" 24 პროცენტი ერგო. წინასწარი მონაცემებით პარლამენტში შევა კონსერვატორული, პოპულისტური პარტია, რომელმაც 8 პროცენტი მიიმხრო. ერთმანდატიან ოლქებში ყველაზე მეტი დეპუტატი აირჩიეს დემოკრატიული პარტიიდან. სოციალისტები მეორე ადგილზე არიან.

მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა, პაველ ფილიპმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ადრიან კანდუმ არჩევნები „გამჭვირვალობის“ და „თავისუფალი და დემოკრატიული ბუნების“ გამო შეაქეს. პროევროპული ბლოკის თანათავმჯდომარემ, მაია სანდუმ განაცხადა, რომ 24 თებერვლის არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად, რადგან ამომრჩევლები „ყალბი ინფორმაციის“ გავლენის ქვეშ იყვნენ.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება მთავრობის შექმნისთვის საჭირო უმრავლესობა. ასეთ შემთხვევაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.