"დღევანდელი გადაწყვეტილებით მამუკა ხაზარაძემ მიიღო ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა და მას სრულმასშტაბიან ბიზნეს-პოლიტიკურ დუელში გაყვა. ასეთ ბრძოლაში მას თიბისი ბანკის აქციონერების ინტერესები ტვირთად აწვებოდა. დღეს მან ამ ტვირთზე თქვა უარი და მეტი არაფერზე - არც ქონებაზე, არც ბიზნეს პერსპექტივაზე, არც პირად ღირსებაზე და, საბოლოო ჯამში, არც 27 წლის პირმშოზე. დუელის პროცესში კი ეს ყველაფერი სასწორზე იდება და გასაგებია, რისთვის იბრძოლებს ხაზარაძე. საკითხავი ისაა, რისთვის იბრძვის ივანიშვილი? ალბათ, ნიცშე, ფროიდი და ვებერიც კი მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ გვიპასუხებდნენ ამ კითხვაზე..." - წერს შენების მოძრაობის ლიდერი, დავით უსუფაშვილი FACEBOOK-ის გვერდზე.
TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ბანკის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 21 თებერვალს მიიღო.