სალომე ზურაბიშვილი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ავღანეთში, ბაგრამის და ქაბულის ქართულ ბაზებს ესტუმრა. როგორც Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ფოტოებიდან ჩანს, ქართველ სამხედროებთან საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ლაშა ჟვანიასთან ერთად იმყოფება.
"ერთად გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ ჩვენს 32 თავგანწირულ მეომარს.
როგორც მთავარსარდალსა და რიგით ქართველს მეამაყება, რომ ყველა აღნიშნავს ჩვენი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმსა და თავდადებას," - წერს სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ გვერდზე.
8 თებერვალს დავით აღმაშენებლის გამეფებიდან 830 წელი შესრულდა.