მიმდინარეობს აქცია ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ

აქციის მონაწილეები ასევე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას ჰესების მშენებლობასთან დაკავშრებით.

საქართველოს მთიანი რეგიონების თემთა წარმომადგენლები და გარემოსდაცვითი სამოქალაქო აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, არ დააფინანსოს ნენსკრის, ხელედულის, ნამახვანის, ონის, მაჭახელისა და სხვა ჰესების მშენებლობის პროექტები.

აქციის მონაწილეები ასევე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით.